"რეალი" ამ ზაფხულს კამავინგას არ შეიძენს

"რეალი" ამ ზაფხულს კამავინგას არ შეიძენს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს "რენის" ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას შეძენას არ აპირებს...

"რეალი" კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრას ფეხბურთელების გაყიდვით აპირებს და ხმაურიან ტრანსფერებზე უარს ამბობს.

თუმცა, კამავინგას აგენტმა მადრიდელები გააფრთხილა, რომ ედუარდოს შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც აქვს და "რეალის" წინადადებას არ დაელოდება.

ახალგაზრდა ფრანგს "ბაიერნისგან" და "პსჟ"-სგან მიმზიდველი წინადადებები აქვს და ის მათ ვარიანტებს განიხილავს.

გასულ სეზონში 17 წლის კამავინგამ "რენის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და შთამბეჭდავი ფეხბურთიც ითამაშა. თუმცა, მადრიდელებმა შესაძლოა ამ ზაფხულს მისი სახით ამომავალი ვარსკვლავი დაკარგონ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.