"რეალი" კუბოს "სევილიაში" არენდით გაშვებაზე თანახმაა

"რეალი" კუბოს "სევილიაში" არენდით გაშვებაზე თანახმაა

მადრიდელებს სურთ იაპონელმა ვუნდერკინდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გემო გაუგოს...

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რეალმა" კუბოს "სევილიაში" არენდით გადაბარგებას "მწვანე აუნთო".

"სევილიამ" მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამიტომ, 19 წლის იაპონელისთვის ანდალუსიური კლუბი იდეალური ადგილი იქნება.

"სამეფო კლუბში" სურთ კუბომ ელიტურ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას გემო გაუგოს და ფიქრობენ, რომ ეს "სევილიაში" მოხერხდება.

ანდალუსიელებს იაპონელის ორწლიანი იჯარით დამატება სურთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, "რეალმა" "სევილიას" კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება დაუტოვოს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.