ვიდალი: "საწყენია, რომ ხამესს ზიდანთან პრობლემები აქვს"

ვიდალი: "საწყენია, რომ ხამესს ზიდანთან პრობლემები აქვს"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ხამეს როდრიგესის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...

"მე და ხამესი ვმეგობრობთ. მიუნხენში ყოფნისას ერთმანეთს დავუახლოვდით. მუდმივად ვსაუბრობთ და საწყენია, რომ მას ზინედინ ზიდანთან პრობლემები აქვს. ხამესი საკმარისად მაღალი დონის ფეხბურთელია იმისათვის, რომ "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს და არ მესმის, რატომ არ მისცეს მას ამ სეზონში შანსი".

"ვიმედოვნებ, ხამესი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და თამაშს დაიწყებს. ვფიქრობ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ტექნიკური ფეხბურთელების ცქერა უყვართ და ხამესი ერთ-ერთი მათგანია. მან თავისი მომავალი უნდა გადაწყვიტოს და ის ადგილი იპოვნოს, სადაც რეგულარულად ითამაშებს და ფეხბურთისგან სიამოვნებას მიიღებს"
- განაცხადა ვიდალმა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.