მარიანოს აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა

მარიანოს აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა

განვლილ სეზონში მარიანო დიასს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. დომინიკელი ფორვარდის აგენტი არ გამორიცხავს, რომ ფეხბურთელმა "სამეფო კლუბი" დატოვოს...

"მარიანოს პროგრესირება სურს. მისი მიზანი მხოლოდ მადრიდის "რეალის" დონის გუნდში ყოფნა არ არის. ვნახოთ, რა გველოდება მომავალში" - განაცხადა აგენტმა El Larguero-სთან ინტერვიუში.

26 წლის მარიანოს აგენტი მინიშნებას ახალი გუნდის ძიებაზე აკეთებს, სადაც მას ბევრად მეტი სათამაშო დრო ექნება.

ამასთან ერთად, ამ დღეებში "რეალის" ფორვარდს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გუნდს "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.