ქარიმ ბენზემა გულშემატკივრების ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქარიმ ბენზემა გულშემატკივრების ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გასულ კვირაში გულშემატკივრებს შორის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე გამოკითხვა დაიწყო...

გამარჯვებული ქარიმ ბენზემა გახდა, რომელმაც კაზემიროს, ვინისიუს ჟუნიორს, ფედე ვალვერდეს და სერხიო რამოსს აჯობა.

ფრანგმა ფორვარდმა Mahou Cinco Estrellas-სგან აღნიშნული ჯილდო დამსახურებულად მიიღო.

"ამ ჯილდოთი ვამაყობ, რადგან გამარჯვებულს გულშემატკივრები ავლენენ და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მოტივაციას მმატებს, რომ მოედანზე უკეთესად ვიასპარეზო. ეს თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული ლა ლიგა იყო" - განაცხადა ბენზემამ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.