ლუკას ვასკესს "რეალში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ლუკას ვასკესს "რეალში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ლუკას ვასკესს მადრიდის "რეალში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც მომავალ ზაფხულს იწურება...

ლუკასი მზადაა დაცვის მარჯვენა ფლანგზეც იასპარეზოს, რომლის წყალობითაც შესაძლოა "სამეფო კლუბში" დარჩეს. ამ სეზონში ვასკესმა დანი კარვახალი რამდენიმეჯერ ჩაანაცვლა.

ესპანელი ვინგერი მზადაა მცველად გარდაიქმნას, რათა კარვახალი მომავალშიც შეცვალოს.

გასულ სეზონში 29 წლის ლუკასმა "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 2 გოლი და ამდენივე ასისტი ჩაიწერა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.