კუბოს გადაბირებით ლა ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

კუბოს გადაბირებით ლა ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, "ოსასუნა" იმ კლუბების სიას შეუერთდა, რომლებიც მადრიდის "რეალის" იაპონელი ტალანტის გადაბირებით ინტერესდებიან...

პამპლონელთა გარდა, კუბოს იჯარის წესით დამატების სურვილი "ბეტისს", "სევილიას" და "გრანადას" აქვთ. ტაკეფუსამ გასული სეზონი "მალიორკაში" შესანიშნავად ჩაატარა.

კუბოს მომავალ სეზონში ლა ლიგის ყველა მატჩში მონაწილეობა და გამოცდილების დაგროვება სურს, სანამ "რეალს" დაუბრუნდება.

ამასთან ერთად, გუშინ გაცნობეთ, რომ კუბოსადმი ინტერესს ამსტერდამის "აიაქსიც" იჩენს.

ერთი სიტყვით, იაპონელს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს და საინტერესოა, რომელ კლუბში დაიწყებს ის მომავალ სეზონს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.