ზიდანი "მონაკოს" 19 წლის მცველით ინტერესდება

ზიდანი "მონაკოს" 19 წლის მცველით ინტერესდება

"მონაკოს" 19 წლის მცველმა ბენუა ბადიაშილემ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ყურადღება მიიპყრო...

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ბადიაშილეს საბაზრო ღირებულება 35-40 მლნ. ევროა.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში ადრეული დებიუტისა და დიდი პოტენციალის გამო მას "ახალ ვარანს" უწოდებენ.

ზიდანმა "მონაკოს" მცველში დიდი პოტენციალი დაინახა და შესაძლოა ამ ზაფხულს ფლორენტინო პერესს მისი შეძენა დაავალოს.

ბადიაშილეს გარდა, ზიდანის თვალთახედვის არეალში დაიო უპამეკანო ("ლაიფციგი"), გაბრიელი ("ლილი") და მოჰამედ სალისუ ("ვალიადოლიდი") არიან.

ბადიაშილეს "მონაკოსთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი შეძენით პირადად პეპ გვარდიოლაც ინტერესდება.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.