"რეალი" რეგილონის და სებალიოსის გაყიდვით 50 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს

"რეალი" რეგილონის და სებალიოსის გაყიდვით 50 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს

ეს ფეხბურთელები ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში არ შედიან...

მადრიდის "რეალი" სერხიო რეგილონის და დანი სებალიოსის "სევილიაში" და "არსენალში" გაყიდვას გეგმავს.

მადრიდელები ამ ფეხბურთელების გაყიდვით 50 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ფინანსური დანაკარგები შეამციროს.

"არსენალი" წარმატებული სეზონის შემდეგ სებალიოსის შენარჩუნებას ცდილობს და "რეალი" მზადაა "მეთოფეებს" ესპანელი ნახევარმცველი 25 მლნ. ევროდ დაუთმოს.

"სევილიას" რეგილონის შესანარჩუნებლად ანალოგიური თანხის გადახდა მოუწევს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.