მარიანო დიასი იუბილარია

მარიანო დიასი იუბილარია

მადრიდის "რეალის" დომინიკელი ფორვარდი მარიანო დიასი იუბილარია. მას 27 წელი შეუსრულდა...

მარიანო 1993 წლის 1 აგვისტოს ბარსელონაში დაიბადა. მას "რეალის" მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

მარიანომ "რეალის" მაისურით 7 ტიტული მოიგო: 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერთასი.

დომინიკელმა ფორვარდმა "სამეფო კლუბის" მაისურით სადებიუტო მატჩი 2016 წლის 27 აგვისტოს "სელტასთან" ჩაატარა, სადებიუტო გოლი კი სამეფო თასზე "კულტურალ ლეონესას" გაუტანა.

მარიანომ 2015/16 წლების სეზონი "კასტილიაში" გაატარა და 27 გოლი გაიტანა. ის "რეალს" 2018 წლის ზაფხულში "ლიონიდან" დაუბრუნდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.