"ევერტონმა" "რეალს" რეგილონის თაობაზე მიმართა

"ევერტონმა" "რეალს" რეგილონის თაობაზე მიმართა

ინგლისურმა "ევერტონმა" მადრიდის "რეალს" სერხიო რეგილონის სანაცვლოდ 20 მლნ. ევრო შესთავაზა...

რეგილონის ტრანსფერი კარლო ანჩელოტის მოთხოვნაა. იტალიელი სპეციალისტი ესპანელი მცველის მიერ "სევილიაში" ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ აღფრთოვანებულია.

რეგილონი 2019/20 წლების ლა ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველად დასახელდა. ის "სევილიას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

გარდა ამისა, ანჩელოტის სურვილია ლუკა დინის ღირსეული კონკურენტი ჰყავდეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.