ბარეზი: "ახლა საუკეთესო მცველები რამოსი და ვან დეიკი არიან"

ბარეზი: "ახლა საუკეთესო მცველები რამოსი და ვან დეიკი არიან"

"მილანის" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა ფრანკო ბარეზიმ დღეისათვის საუკეთესო მცველთა ვინაობა დაასახელა...

"ერთის არჩევა რთულია. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წელიწადია სერხიო რამოსი მოპოვებული ტიტულებითა და საოცარი კარიერით ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის, "რეალისთვის" კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია".

"შემდეგ მოდის ვან დეიკი, რომელიც "ლივერპულისთვის" თავისი თვისებების გამო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან გუნდს თავდაჯერებულობა და წლების შემდეგ დიდი წარმატება მოუტანა"
- განაცხადა ბარეზიმ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.