"რეალმა" შესაძლოა ბორხა მაიორალი "ლაციოში" 20 მლნ. ევროდ გაყიდოს

"რეალმა" შესაძლოა ბორხა მაიორალი "ლაციოში" 20 მლნ. ევროდ გაყიდოს

ბორხა მაიორალმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალი" დატოვოს...

23 წლის ესპანელ ფორვარდზე პრეტენზიას რომის "ლაციო" აცხადებს. Marca-ს ინფორმაციით, იტალიელებს შესაძლოა მაიორალის შეძენა 20 მლნ. ევრო დაუჯდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბორხა "ლაციოში" გადაბარგდება, "რეალი" მასზე მეურვეობის უფლებას დაიტოვებს. თუ რომაელები შემდეგში ესპანელის გაყიდვას გადაწყვეტენ, "სამეფო კლუბს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

მაიორალმა გასული სეზონი იჯარის წესით "ლევანტეში" გაატარა. მან ლა ლიგის 34 მატჩში თავი 8 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.