მერფი: "ბეილი ინანებს, თუ ამ სამ წელიწადს "რეალში" გაფლანგავს"

მერფი: "ბეილი ინანებს, თუ ამ სამ წელიწადს "რეალში" გაფლანგავს"

"ლივერპულის" და "ტოტენჰემის" ექს-ფეხბურთელმა დენი მერფიმ Daily Mail-ზე თავის ბლოგში გარეტ ბეილის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა...

"წარმოიდგინეთ შემტევი ტრიო ბეილის, ბენზემას და აზარის მონაწილეობით, რომლებმაც "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში "რეალისთვის" ქამბექი უნდა მოახდინონ. ეს ის არის, რისთვისაც ჩემპიონთა ლიგაა შექმნილი და რისი ხილვაც ფანებს მოედანზე სურთ".

"როგორც გულშემატკივარი, ბეილს ახლავე ვეტყოდი: "საკუთარი თავი არ მოატყუო, "რეალში" დარჩენის თაობაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო და მომავალში არ ინანო, რომ ორი-სამი წელიწადი სათამაშო პრაქტიკის გარეშე გაფლანგე".

"ბეილს უფლება აქვს გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს, მაგრამ გამიკვირდება, თუ ის ორი-სამი წლის განმავლობაში სკამზე ყოფნით ბედნიერი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი და გოლფის თამაში მოსწონს".

"უკეთესი იქნება, თუ "რეალი" ბეილს კონტრაქტის მიხედვით თანხის ნაწილს გადაუხდის და უელსელი ახალ კლუბს მოძებნის. გარეტ ბეილის მინდორზე ხილვა ყველას გვსურს"
- განაცხადა დენი მერფიმ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.