"რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები" - მილიტაოს მიმართვა ფანებს

"რამოსი არ იქნება, მაგრამ მე ვიქნები" - მილიტაოს მიმართვა ფანებს

ედერ მილიტაომ გაზეთ AS-თან ინტერვიუში "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ გულშემატკივრებს მიმართა, სადაც დისკვალიფიცირებული სერხიო რამოსის ნაცვლად ითამაშებს...

"სიტისთან" მატჩში კაპიტანი რამოსი დაგვაკლდება, მაგრამ მე ვითამაშებ. მერწმუნეთ, კარგ მატჩს ჩავატარებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!".

"ეს ჩემთვის ნამდვილად უნიკალური შეგრძნება და დიდებული მომენტია".

"რამოსი არ იქნება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა მომიწევს".

"შემიძლია "რეალის" მაისურით გატანილი პირველი გოლი წარმოვიდგინო, ძალიან მალე, ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერში. გამარჯვების გოლი, რომელსაც თავით გავიტან, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვიზეიმებ... შეუძლებელი არაფერია. ამიტომ, ვეცდები ამას მივაღწიო".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.