კამავინგა "რეალს" დაელოდება

კამავინგა "რეალს" დაელოდება

ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი ყურადღება "რეალს" დაუთმო, მაგრამ კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე მადრიდელებმა ხმაურიანი ტრანსფერებისგან თავი შეიკავეს. ამის ნაცვლად, კლუბისთვის პრიორიტეტული ფეხბურთელების გაყიდვაა...

საყრდენმა ნახევარმცველმა "რენის" ძირითად გუნდში მხოლოდ 14 თვე გაატარა და იცის, რომ მისი დრო ისევ დადგება. კამავინგა ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩება, სანამ ერთ-ერთ საფეხბურთო გრანდში გადაბარგდება. კამავინგამ "რენის" ხელმძღვანელობას სთხოვა არცერთი შემოთავაზება არ განიხილონ, რადგან სურს სიტუაცია შეიცვალოს და "რეალის" ყურადღება ისევ მიიპყროს.

გამოცემა Marca ბოლო რამდენიმე თვეა იტყობინება, რომ "რეალი" ამ ზაფხულს მთელ ძალებს ფეხბურთელების გაყიდვას მოახმარს. ამავდროულად, გუნდის საკუთრებაში არიან მარტინ ედეგორი, ტაკეფუსა კუბო და რეინიერ ჟესუსი, რომლებიც მომავალში "სამეფო კლუბში" იასპარეზებენ.

"რეალში" აცნობიერებენ, რომ 2021 წლის ზაფხულში შემადგენლობაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ამ ცვლილებების დიდი ნაწილი არენდიდან ფეხბურთელების დაბრუნებას და რამდენიმე შენაძენს ეხება.

მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ფავორიტი კამავინგაა, მაგრამ გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი მხოლოდ 2021/22 წლების სეზონისთვის მოხდება და არა ამ ზაფხულს. ფეხბურთელმა ეს კარგად იცის. 17 წლის კამავინგას დიდი პოტენციალი აქვს და ეს კიდევ უფრო უნდა გამოავლინოს, მაგრამ მან ტოპ-კლუბების ყურადღება უკვე მიიპყრო, რომელთა შორის ერთ-ერთი "რეალია".

"რეალში" მიაჩნიათ, რომ კამავინგა ის ფეხბურთელია, რომელსაც შემადგენლობაში დამკვიდრება დიდი ხნით შეუძლია. ახალგაზრდა საყრდენს საუცხოო ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები აქვს. "რენის" ხელმძღვანელობამ "რეალის" ინტერესის შესახებ ყველაფერი იცის და კლუბის პრეზიდენტი ნიკოლა ჰოლვეკი ხვდება, რომ შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც გუნდისთვის დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. თუმცა, კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა:

"მადრიდის "რეალი" "რენს" არ შეხმიანებია. მადრიდელთა წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს ნამდვილად ესაუბრნენ, მაგრამ ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონიათ" - აცხადებს "რენის" პრეზიდენტი.

კილიან მბაპეს მსგავსად, კამავინგას "რენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. მას კლუბმა გახანგრძლივების თაობაზე მიმართა, მაგრამ ის უარზეა. ასეთ შემთხვევაში, ედუარდოს შეუძლია "რენს" მოსთხოვოს, რომ მომავალ ზაფხულს "რეალის" წინადადებას დათანხმდეს. იმ დროისათვის ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის საგრძნობი გამოცდილება ექნება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.