სერხიო რამოსი გუნდთან ერთად მანჩესტერში გაემგზავრება

სერხიო რამოსი გუნდთან ერთად მანჩესტერში გაემგზავრება

მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" მარცხი ნამდვილი დარტყმა გამოდგა, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო კაპიტნის დისკვალიფიკაციაა...

მიუხედავად იმისა, რომ რამოსი საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, კაპიტანს ლიდერობა მოედნის მიღმაც სურს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კლუბთან ერთად მანჩესტერში გაემგზავროს. სერხიო თანაგუნდელებს ქამბექისთვის დამუხტავს.

კაპიტანი დარწმუნებულია, რომ "რეალს" ქამბექი შეუძლია. ის თვლის, რომ მადრიდელები პირველ მატჩში "სიტისთან" უსამართლოდ დამარცხდნენ. იმ შეხვედრის შემდეგ თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის პრემიერლიგაში საშინელი სეზონი ჩაატარა და იურგენ კლოპის "ლივერპულს" 18 ქულით ჩამორჩა. "რეალმა" პირიქით, "ბარსელონას" გადაუსწრო და ლა ლიგის ტიტულს დაეუფლა, ჩემპიონატის განახლების შემდეგ ზედიზედ ათი მატჩი მოიგო.

რამოსი ამ პერიოდში გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ ახლა ის გადამწყვეტ როლს მოედნის ფარგლებს მიღმა შეასრულებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.