კაზემირო: "ლა ლიგის დასრულების დღიდან "სიტის" თამაშის ანალიზს ვაკეთებ"

კაზემირო: "ლა ლიგის დასრულების დღიდან "სიტის" თამაშის ანალიზს ვაკეთებ"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ განაცხადა, რომ ლა ლიგის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" თამაშის ანალიზს აკეთებს...

"სწავლა მიყვარს. წარსულში ვიხედები, შეცდომებს ვხედავ და მათ შეფასებას ვაკეთებ. ამის კეთება მომწონს".

"ხალხი ამბობს, რომ მწვრთნელივით ვფიქრობ. ყოველთვის ვცდილობ თამაში წავიკითხო, მეტოქე გუნდის და მათი მწვრთნელის ჩანაფიქრები განვსაზღვრო".

"ხშირ შემთხვევაში პატარა დეტალებიც კი გადამწყვეტია. Wyscout (პროფესიონალური საფეხბურთო პლატფორმა - ავტ.) მაქვს და ყველაფერს ვნახულობ".

"ჩემი მეუღლე ბრაზობს, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა და ეს მომწონს. ჩემი ცხოვრება ფეხბურთია. მუდმივად ფეხბურთზე უნდა ვიფიქრო".


როცა კაზემიროს ჰკითხეს, აკვირდება თუ არა "მანჩესტერ სიტის", მან უპასუხა:

"მას შემდეგ, რაც ლა ლიგა დასრულდა".

"ეს ძალიან, ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ მანჩესტერში იმედიანად მივდივართ. ეს მაისური მუდმივად გამარჯვებას გვავალდებულებს".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.