ბრმა რწმენა ბეილისადმი

ბრმა რწმენა ბეილისადმი

უელსელმა თავის მწვრთნელს კვლავ იმედები გაუცრუა...

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ბეილს ბევრი აკრიტიკებს და ფანები ხშირადაც უსტვენენ, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ უელსელი რთულ პერიოდს გადალახავს და მათ იმედებს გაამართლებს.

ამის ნათელი დასტური ფლორენტინო პერესია, რომელიც ბეილის "რეალში" ყოფნის მომხრეა. "რეალის" პრეზიდენტი არ იღლება იმაზე საუბრით, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ ამ უკანასკნელს სწორედ გარეთი ჩაანაცვლებს. ამავდროულად, პერესის ბეილისადმი თბილი დამოკიდებულება მისმა სიტყვებმაც დაადასტურა: "ბეილი არ იყიდება და მისი ტრანსფერის თაობაზე შემოთავაზებებს არასდროს განვიხილავთ".

შეგვიძლია დავასვკვნათ, რომ პერესი და მის ირგვლივ მყოფები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ბეილს "რეალში" საუკეთესო წლები კვლავ წინ აქვს. ამ რწმენას ის ამყარებს, რომ გასულ სეზონში უელსელმა გუნდს ორი ტიტული მოაგებინა. გარდა ამისა, მას გადამწყვეტ მატჩებში გოლის გატანის საოცარი უნარი აქვს.

კომენტარი 1

Офлайн
skysport 12 მაი 2015 15:45
imena juves shevchamt...beil sheni imedi maaq dzmaa
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.