"ნაპოლიმ" "რეალს" რეგილონის თაობაზე მიმართა

"ნაპოლიმ" "რეალს" რეგილონის თაობაზე მიმართა

სერხიო რეგილონმა, რომელიც "რეალის" საკუთრებაა და არენდით "სევილიაში" ასპარეზობს, შესაძლოა მომავალი სეზონი სერია ა-ში დაიწყოს...

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას განცხადებით, "ნაპოლიმ" "რეალს" 23 წლის განაპირა მცველის სანაცვლოდ 15 მლნ. ევრო შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, ეს თანხა რეგილონის შესაძენად საკმარისი არ იქნება, რადგან "რეალი" 25 მლნ. ევროს ითხოვს.

ესპანელმა მცველმა 2019/20 წლების სეზონში "სევილიას" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ადრე რეგილონისადმი ინტერესი ლონდონის "ჩელსიმ" გამოხატა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.