"რეალის" 5 პრობლემა

"რეალის" 5 პრობლემა

შეცდომებზე მუშაობის მოლოდინში...

გუნდი ერთი კვირაა რაც ვარჯიშობს და მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ "სამეფო კლუბის" მდგომარეობა შევაფასოთ. მადრიდელები ეს–ესაა მზადებას შეუდგნენ. "რეალისთვის" ნამდვილი გამოცდა 22 აგვისტოს გასამართი ლა ლიგის პირველი მატჩი იქნება. თუმცა, ამისათვის რაფაელ ბენიტესმა 5 პრობლემა უნდა მოაგვაროს.

1. ურთიერთგაგების სიმცირე ფეხბურთელებს შორის

"რომასთან" მატჩში მადრიდელებმა ის გუნდური თამაში ვერ აჩვენეს, რაც სჩვევიათ. "რეალის" მარცხი სწორედ იმან განაპირობა, რომ დაცვასა და შეტევას შორის ურთიერთგაგების სიმცირე იგრძნობოდა.

2. მეკარის საკითხი

კეილორ ნავასი კარგ სეივებს აკეთებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბურთს საჯარიმოში იგერიებს და როცა შესაძლებელია, ბურთს ხელში არ იღებს. კიკო კასილიას მოსვლით კონკურენცია უფრო გაიზრდება.

3. ასიერ ილიარამენდი

მკაცრად თავის პოზიციაზე თამაშობდა, ზოგჯერ არადამაჯერებლად, შეტევებშიც არ ერთვებოდა. ფეხბურთელი, რომელიც "სამეფო კლუბის" მაისურს ატარებს, უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს.

4. ლუკას ვასკესი

კანტერანომ სადებიუტო მატჩში დე სანკტისთან საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც რომაელებმა გამარჯვება იზეიმეს.

5. ედეგორის პოზიცია

ნორვეგიელმა თავის ჩვეულ პოზიციაზე არ იასპარეზა, რაც რუდი გარსიას შეგირდებთან თამაშისას ნათლად გამოჩნდა.

კომენტარი 1

Офлайн
Bacho 20 ივლისი 2015 15:13
jer adrea problemebze saubari
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.