ზიდანმა კაზემიროს "ლოგიკური ალტერნატივა" იპოვნა

ზიდანმა კაზემიროს "ლოგიკური ალტერნატივა" იპოვნა

ამ ზაფხულს "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის და კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე მადრიდის "რეალში" ახალ ტრანსფერებს არ ელიან...

კაზემირო გუნდში ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფიგურად რჩება, მაგრამ ზინედინ ზიდანი ბრაზილიელის შემცვლელად ფედე ვალვერდეს კანდიდატურას მოიაზრებს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი 22 წლის ურუგვაელს კაზემიროს "ლოგიკურ ალტერნატივად" მიიჩნევს, რადგან ლუკა მოდრიჩმა და ტონი კროოსმა დაცვითი ფუნქციებით ზიდანის მოხიბლვა ვერ მოახერხეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.