კვირის ბოლომდე "რეალს" სამი ფეხბურთელი დატოვებს

კვირის ბოლომდე "რეალს" სამი ფეხბურთელი დატოვებს

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს განცხადებით, კვირის ბოლომდე მადრიდის "რეალს" სამი ფეხბურთელი დატოვებს...

ხამეს როდრიგესი "რეალს" სამუდამოდ დატოვებს. კოლუმბიელი "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება. რაც შეეხება დანი სებალიოსს და ბრაიმ დიასს, ისინი იჯარით "არსენალსა" და "მილანში" გადაბარგდებიან.

სებალიოსმა ესპანური და იტალიური კლუბების შემოთავაზებები დაბლოკა და "არსენალში" კიდევ ერთი სეზონის გატარებას გეგმავს.

ბრაიმის იტალიაში იჯარით გადაბარგება თითქმის გადაწყვეტილია. "მილანს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. თუმცა, მისი უკან დაბრუნების უფლებას "რეალიც" იტოვებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.