ბეილმა დუმილი დაარღვია: "რეალმა" გასულ ზაფხულს წასვლის საშუალება არ მომცა"

ბეილმა დუმილი დაარღვია: "რეალმა" გასულ ზაფხულს წასვლის საშუალება არ მომცა"

მადრიდის "რეალის" უელსელმა ვინგერმა გარეტ ბეილმა თავის მომავალზე ისაუბრა...

"თუ ვარიანტები იქნება (ინტერესი ინგლისიდან), მათ აუცილებლად განვიხილავ. ვნახოთ, რა მოხდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დრო რჩება. დრო ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ ბოლო სიტყვა "რეალზეა".

"გასულ წელს წასვლას ვცდილობდი, მაგრამ "რეალმა" ბოლო წამს ყველა წინადადება დაბლოკა. შემეძლო იმ პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი, რომელიც მოტივაციას შემძენდა, მაგრამ ასე არ მოხდა".

"სხვა შემთხვევებიც იყო, როცა წასვლას ვცდილობდი, მაგრამ კლუბმა ამის საშუალება არ მომცა. ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული".

"ფეხბურთის თამაში მსურს. კვლავ მოტივირებული ვარ. "რეალი" ყველაფერს აკონტროლებს და ბოლო სიტყვა მათზეა. ისღა დამრჩენია, ყოველდღიური მუშაობა გავაგრძელო. იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება".

"მხოლოდ 31 წლის ვარ და შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. თავს ისე ვგრძნობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. ვნახოთ, რა მოხდება. ყველაფერი კლუბის ხელშია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი ყველაფერს ართულებენ"
- განაცხადა ბეილმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.