მოდრიჩი: "მესის წასვლა ლა ლიგის პრესტიჟს დიდ დარტყმას მიაყენებს"

მოდრიჩი: "მესის წასვლა ლა ლიგის პრესტიჟს დიდ დარტყმას მიაყენებს"

ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა...

"ეს უდიდესი დანაკლისი იქნება, რომელსაც რონალდუს "რეალიდან" წასვლას შევადარებდი, მაგრამ წარსულზე ფიქრი არ შეიძლება. ასეთია ფეხბურთი".

"თუ ასე მოხდება, ეს ლა ლიგის პრესტიჟს დიდ დარტყმას მიაყენებს. თუმცა, წინსვლა უნდა განვაგრძოთ. სხვა ფეხბურთელები გახდებიან ვარსკვლავები".

"რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალმაც" გააგრძელა სიცოცხლე. იგივე მოხდება მესის გარეშე "ბარსელონას" და ლა ლიგის შემთხვევაშიც"
- განაცხადა მოდრიჩმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.