მოდრიჩი: "აზარი უპრობლემოდ დაბრუნდება და დაამტკიცებს, თუ რატომ შეიძინა "რეალმა"

მოდრიჩი: "აზარი უპრობლემოდ დაბრუნდება და დაამტკიცებს, თუ რატომ შეიძინა "რეალმა"

ლუკა მოდრიჩი მიიჩნევს, რომ ედენ აზარი სირთულეებს გადალახავს და ახალი სეზონიდან საუკეთესო კონდიციებში დაბრუნდება...

"აზარი შესანიშნავი პიროვნება და განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ გასულ სეზონში ტკივილის ფონზე თამაშობდა და როცა მოედანზე ხარ, ხალხი ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინშია. მათთვის სულერთია, თუ პრობლემები გაქვს".

"მას ვესაუბრე და ვუთხარი: "იქნებ ახლა არ ითამაშო, რადგან მომავალ სეზონში საუკეთესო ფორმაში მყოფი გვჭირდები".

"ვიმედოვნებ, ის უპრობლემოდ დაბრუნდება და თავის პოტენციალს გამოავლენს. ასევე, დაამტკიცებს, თუ რატომ შეიძინა "რეალმა". ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
- განაცხადა მოდრიჩმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.