მოდრიჩი: "ზიდანი პირველი იყო, ვინც მითხრა, რომ "ოქროს ბურთს" მოვიგებდი"

მოდრიჩი: "ზიდანი პირველი იყო, ვინც მითხრა, რომ "ოქროს ბურთს" მოვიგებდი"

ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მას "ოქროს ბურთის" მოგება უწინასწარმეტყველა...

"ჩვენი საუბარი სიტყვა-სიტყვით მახსოვს. ზიდანმა მითხრა: "შენში იმ ფეხბურთელს ვხედავ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს "ოქროს ბურთს" მოიგებს".

"ადრე ამ ჯილდოზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ როცა ზიზუ ასეთ სიტყვებს გეუბნება, უდიდეს თავდაჯერებულობას გრძნობ".

"აი, სწორედ ამიტომ ჩვენს შორის ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობაა და ვიმედოვნებ, ის "რეალში" დიდი ხნით დარჩება"
- განაცხადა მოდრიჩმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.