"რეალი" ახალი სეზონის წინ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

"რეალი" ახალი სეზონის წინ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

ზინედინ ზიდანის შეგირდები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მადრიდელები ახალი სეზონის წინ ლა ლიგის და სეგუნდას გუნდებს დაუპირისპირდებიან...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" 9 სექტემბერს "ალფრედო დი სტეფანოზე" "რაიო ვალეკანოს" მიიღებს, ხოლო 15 სექტემბერს "ხეტაფესთან" სტუმრად იასპარეზებს.

20 სექტემბერს კი "სამეფო კლუბი" ლა ლიგაში სეზონის პირველ მატჩს სტუმრად "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სანაკრებო მატჩებში მონაწილე ფეხბურთელები დიდი ალბათობით "რაიო ვალეკანოსთან" მატჩს გამოტოვებენ, მაგრამ "ხეტაფესთან" შეხვედრისთვის მზად იქნებიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.