მარიანო დიდი ალბათობით მომავალ სეზონსაც "რეალში" გაატარებს

მარიანო დიდი ალბათობით მომავალ სეზონსაც "რეალში" გაატარებს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მარიანო დიასმა ამ ზაფხულს "ბენფიკაში" გადაბარგებაზე უარი თქვა...

მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" დომინიკელი ფორვარდის "ბენფიკაში" იჯარით გაშვებაზე თანახმა იყო, თავად ფეხბურთელმა უარი თქვა. მადრიდელები ლისაბონელებს შემდგომში მარიანოს გამოსყიდვის უფლებასაც უტოვებდნენ.

ახლა კი, დიასი "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.