ბრაიმ დიასმა "მილანში" გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა

ბრაიმ დიასმა "მილანში" გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა

ბრაიმ დიასი ერთწლიანი იჯარით "მილანში" გადაბარგდა და როგორც თავად აცხადებს, ეს ზინედინ ზიდანის რჩევით გააკეთა...

"ისეთ მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობდი, როგორებიც პეპ გვარდიოლა და ზინედინ ზიდანი არიან. ჩემი ბოლო მწვრთნელი ზიდანი იყო. გვარდიოლასაც და ზიდანსაც იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვთ. ზიზუ "რეალში" ძალიან კეთილად მექცეოდა. მან იტალიაზე და სერია ა-ზე ბევრი კარგი რამ მიამბო, რადგან ის აქ თამაშობდა. მას ეს ქალაქი ძალიან მოსწონს" - განაცხადა ბრაიმმა "მილანის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

ბრაიმ დაიასის "მილანში" გადაბარგება პარასკევს საღამოს ოფიციალურად დადასტურდა. ის იტალიურ კლუბში ერთ სეზონს გაატარებს და შემდეგ "რეალს" დაუბრუნდება. "როსონერის" მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.