"რეალს" ბეილის წასვლა 34 მლნ. ევრო დაუჯდება

"რეალს" ბეილის წასვლა 34 მლნ. ევრო დაუჯდება

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის მადრიდული კარიერა დასრულებულია, მაგრამ თავად უელსელს კლუბიდან წასვლა არ სურს...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, 31 წლის ბეილის სურვილია "რეალმა" ორწლიანი კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი ანაზღაურება გადაუხადოს და კლუბს მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს.

ბეილი 34 მლნ. ევროს ითხოვს, მაგრამ "რეალი" ამის გადახდას ვერ ახერხებს, რადგან "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია სრული სვლით მიმდინარეობს.

გარეტის გუნდიდან გასაშვებად "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა უელსელის აგენტ ჯონათან ბარნეტს უნდა შეხვდეს, რომელიც ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.