ლუკა მოდრიჩს 35 წელი შეუსრულდა

ლუკა მოდრიჩს 35 წელი შეუსრულდა

დღეს, მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი იუბილარია...

ლუკა მოდრიჩს 35 წელი შეუსრულდა. ის 1985 წლის 9 სექტემბერს ზადარში (ხორვატია) დაიბადა. ლუკა "რეალში" 2012/13 წლების სეზონიდან ასპარეზობს და კლუბთან ერთად 17 ტიტულის მოგება მოახერხა: 4 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

მოდრიჩმა "რეალის" მაისურით ჩატარებულ 343 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

ლუკასთვის განსაკუთრებით გამორჩეული 2018 წელი გამოდგა, როცა მან "ოქროს ბურთი" და FIFA-ს The Best-ის პრიზი მოიგო.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.