ბარნეტი: "ვიმედოვნებ, ბეილის "რეალში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება"

ბარნეტი: "ვიმედოვნებ, ბეილის "რეალში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება"

ჯონათან ბარნეტმა თავისი კლიენტის გარეტ ბეილის "რეალიდან" "ტოტენჰემში" გადაბარგების თაობაზე კომენტარი გააკეთა...

"დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, პრობლემები არ გვექნება. "ტოტენჰემი" ის კლუბია, რომელშიც ბეილს თამაში სურს. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ გარეტი აქ დარჩენას დიდი ხნით მოისურვებს".

"ვიმედოვნებ, ბეილის "რეალში" დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. ის "ტოტენჰემში" წარმატებას მიაღწევს, დარჩენას მოისურვებს, სხვა დანარჩენი კი მარტივად მოსაგვარებელი იქნება".

"იმედი მაქვს, გარეტს თამაშისკენ გული მოუბრუნდება და ისე ითამაშებს, როგორც სჩვევია. თუმცა, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ის აქ შემოწმებაზე არ არის. ბეილმა სხვა ქვეყანაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა. ასე რომ, მას ყველაფერი მწყობრში აქვს".

"ჩემი აზრით, "რეალში" ბეილს ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც საჭირო იყო. მან ასეთი დიდი კლუბისთვის უამრავი რამ გააკეთა. ვფიქრობ, ზოგიერთი რამ არასწორად გაკეთდა".

"ვფიქრობ, ფეხბურთელმა, რომელმაც შვიდ წელიწადში კლუბთან ერთად უამრავ წარმატებას მიაღწია, უკეთესი მოპყრობა დაიმსახურა".

"არავის დადანაშაულება არ მსურს და ზედმეტად საქმეში არც ვერევი. ვფიქრობ, გულშემატკივართა საქციელი სამარცხვინო იყო, ხოლო კლუბი გარეტს არ დაეხმარა"
- განაცხადა ბარნეტმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.