ედეგორი: "შემიძლია იქ ვითამაშო, სადაც ზიდანი მოისურვებს"

ედეგორი: "შემიძლია იქ ვითამაშო, სადაც ზიდანი მოისურვებს"

მარტინ ედეგორი "რეალის" ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელიც სანაკრებო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. მარტინი მადრიდში დაბრუნებამდე ნორვეგიის ნაკრებს სამ შეხვედრაში დაეხმარება...

ედეგორის "რეალში" დაბრუნების მთავარი ინიციატორი ზინედინ ზიდანი იყო, რის შესახებაც მარტინმა ნორვეგიულ პრესასთან ისაუბრა.

"რეალში" დაბრუნება

"თავიდან "რეალ სოსიედადში" იჯარით ორი სეზონი უნდა გამეტარებინა, მაგრამ "რეალისგან" სატელეფონო ზარი განხორციელდა და კლუბმა ჩემი დაბრუნება მოისურვა. ყველაფერი მალე გადაწყდა. არანაირი დრამა ან ხანგრძლივი საუბარი არ ყოფილა. ჩემი მიზანი და ოცნება ყოველთვის "რეალში" თამაში იყო".

ზინედინ ზიდანი

"ზიდანს ვესაუბრე. მასაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც ჩემი "რეალში" დაბრუნება სურდა. აი, შედეგიც სახეზეა. "რეალ სოსიედადის" მხრიდან პრობლემა არ შექმნილა. "რეალმა" მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩემი დაბრუნება სურდა".

არასწორი პასუხი კორონავირუსის ტესტზე

"ძალიან განვიცდიდი. მომდევნო მატჩებზე და ნაკრებზე ვფიქრობდი. ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. საბედნიეროდ, ცრუ განგაში აღმოჩნდა".

მუხლის პრობლემები

"მომავალზე არასდროს ვღელავდი. მხოლოდ სეზონის ფინალურ ეტაპზე ვნერვიულობდი, რადგან მსურდა სრული ძალებით მეთამაშა. მღელვარება იყო, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში არასდროს ვნერვიულობდი".

იდეალური პოზიცია

"სინამდვილეში, მწვრთნელთან ჩემს სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით არცთუ ისე ხშირად ვსაუბრობ. შემიძლია სხვადასხვა როლი შევასრულო. შემიძლია მოედნის ცენტრში ვითამაშო, ან "ათიანის" პოზიციაზე, როცა მოედანზე ორი ფორვარდია. იქ ვითამაშებ, სადაც ზიდანი მოისურვებს. თუ მოედანზე გასვლის შანსი მომეცემა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვიასპარეზებ".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.