აუარი "რეალის" რადარზე რჩება

აუარი "რეალის" რადარზე რჩება

უსემ აუარი "ლიონის" ღირსებას კიდევ ერთი სეზონით დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა "რეალს", "იუვენტუსს", "პსჟ"-ს და "არსენალს" სურთ...

"სამეფო კლუბი" აუარის ტრანსფერზე ფიქრს ისევ აგრძელებს. მადრიდელები ფრანგი მარგალიტის შეძენას 2021 წლის ზაფხულში გეგმავენ. ცნობილი ხდება ანაზღაურება, რაც უსემს "რეალში" გადაბარგების შემთხვევაში ექნება. ამჟამად, ფრანგი ფეხბურთელი "ლიონში" წლიურად 3,5 მლნ. ევროს იღებს, "სამეფო კლუბში" კი მისი ხელფასი 4 მლნ. ევრო იქნება.

ზიდანი ბედნიერია

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავკაცი ბედნიერია, რადგან აუარმა "ლიონში" დარჩენა კიდევ ერთი სეზონით გადაწყვიტა და სხვა კლუბს არ მიაშურა. ზიდანმა იცოდა, რომ "რეალი" ამ ზაფხულს არცერთი ფეხბურთელის დამატებას არ აპირებდა. ამიტომ, აუარის ტრანსფერიც არ განიხილებოდა. თუმცა, მადრიდელები მის დამატებას 2021 წლის ზაფხულში ორმაგი ძალებით შეეცდებიან.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.