ვინისიუსი: "ჩემი მთავარი მიზანი ტრიპლეტის მოგებაა"

ვინისიუსი: "ჩემი მთავარი მიზანი ტრიპლეტის მოგებაა"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა Real Madrid Conecta-სთან ინტერვიუში სეზონის დასაწყისზე და თავის გასავლელ გზაზე ისაუბრა...

სეზონის სტარტი

"ყველაფერი რიგზე მაქვს. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ჩემთვის და გუნდისთვის. ჩემპიონატის ლიდერები ვართ. იგივე შემართებით სვლა უნდა გავაგრძელოთ. გარკვეულ ასპექტებზე უნდა ვიმუშავოთ, რაც ჯერჯერობით არ გამოგვდის. ეს სეზონი წინასგან განსხვავებულია. დასაწყისი არცთუ ისე მარტივი გამოდგა, მაგრამ როცა სანაკრებო შეხვედრებიდან ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, საუკეთესო ფორმაში ვიქნებით და ლიდერობის გასამყარებლად ბრძოლას გავაგრძელებთ".

"ლევანტესთან" გატანილი გოლი

"ლევანტესთან" გატანილი გოლის დროს ბურთს კარგად ვაკონტროლებდი. საკმარისი დრო მქონდა იმისათვის, რომ მომეფიქრებინა და კარისთვის დამემიზნებინა. ბურთი სწორედ იქ გავგზავნე, საითაც ჩაფიქრებული მქონდა. შემდეგ მატჩის მოგება მოვახერხეთ და ყველაზე მთავარი ეს არის".

ქარიმ ბენზემასთან კავშირი

"ქარიმი ჩემი კუმირია. მასთან ერთად თამაში დიდი ბედნიერებაა. როცა ერთად ვართ, ყოველთვის იმაზე ვსაუბრობთ, რა დამეხმარება გაუმჯობესებაში. მას შემდეგ, რაც "რეალში" გადავბარგდი, ბენზემა ყოველთვის ჩემს გვერდითაა, მამშვიდებს და რჩევებს მაძლევს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "რეალის" ფეხბურთელების გვერდით თამაში ახდენილი ოცნებაა. მათთან ყოფნის თითოეული წამი ვსარგებლობ და რაღაც ახალს ვსწავლობ. ისინი ყოველთვის მეხმარებიან".

ზინედინ ზიდანი

"ზიდანთან ერთად მუშაობა დიდი პატივია. ის ყოველთვის გვესაუბრება და რჩევებს გვაძლევს. ის თამაშის საშუალებას ყველას აძლევს და ეს ყველაზე მთავარია. ამის წყალობით გუნდში სიმშვიდე სუფევს. ვიცით, რომ თამაშის საშუალება ყველას მოგვეცემა".

მიზნები

"რეალში" 18 წლის ასაკში გადმოვბარგდი და ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო. სწავლას და განვითარებას ვაგრძელებ, რათა გუნდს ახლაც და მომავალშიც დავეხმარო. მინდორზეც და სახლშიც ბევრს ვმუშაობ, ვისვენებ და სწორად ვიკვებები, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო. მუშაობას გავაგრძელებ, რათა გუნდს ყველა ეტაპზე დავეხმარო. ჩემი მთავარი მიზანი ტრიპლეტის მოგებაა".

გამბედაობა შეტევაში

"ბურთის დაკარგვის არ მეშინია. ჩემი სურვილია იგივე ტემპში თამაში გავაგრძელო და გულშემატკივრებს ჩემდამი რწმენა ჰქონდეთ".

"კლასიკო" გულშემატკივრების გარეშე

"ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოა, მაგრამ მეტი ყურადღებით და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. გასული სეზონის მსგავსად, ამ მატჩმა შესაძლოა სეზონის ბედი გადაწყვიტოს. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები სტადიონზე არ იქნებიან, ისინი თავიანთ ენერგიას სახლიდანაც გადმოგვცემენ. ისინი ჩვენს გულებში იქნებიან".

20-ნომრიანი მაისური

"ფლამენგოში" დებიუტი ამ ნომრით მქონდა. მან წარმატება მომიტანა. ამ სეზონში ის გათავისუფლდა და მისი ტარების საშუალება მომეცა".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.