"მილანი" ნაჩოს შეძენას იანვარში შეეცდება

"მილანი" ნაჩოს შეძენას იანვარში შეეცდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაჩო ფერნანდესმა შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს...

მადრიდის "რეალის" 30 წლის მცველით "მილანი" ინტერესდება. "როსონერის" ნაჩოს შეძენა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, მაგრამ "რეალთან" ვერ შეთანხმდა.

"მილანი" ნაჩოს ტრანსფერის საკითხს იანვარში მიუბრუნდება. ესპანელი მცველი "სამეფო კლუბში" სათამაშო დროს ვეღარ იღებს და დიდი შანსია კლუბიდან წასვლას დათანხმდეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.