"რეალი" რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

"რეალი" რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

La Vanguardia-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსთან და ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს...

ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. რამოსი და მოდრიჩი ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ხელფასის შემცირებაზე თანახმანი არიან.

რამოსი "რეალის" ღირსებას 2005 წლიდან იცავს, მოდრიჩი კი "სამეფო კლუბს" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა.

ადრე მოდრიჩმა კარიერის ბოლომდე "რეალში" დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.