ასენსიოს 150-ე მატჩი "რეალში"

ასენსიოს 150-ე მატჩი "რეალში"

მარკო ასენსიომ მადრიდის "რეალში" 150-ე მატჩი ჩაატარა. ეს გუშინდელ "ელ კლასიკოში" მოხდა...

ესპანელმა შემტევმა 150 შეხვედრაში 97 გამარჯვება მოიპოვა და 30 გოლი გაიტანა.

ასენსიომ "რეალის" მაისურით 11 ტიტული მოიგო. მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა.

150 მატჩი ტურნირების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 98 ლა ლიგაში, 29 ჩემპიონთა ლიგაზე, 16 სამეფო თასზე, 3 ევროპის სუპერთასზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 2 ესპანეთის სუპერთასზე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.