"რეალი" "კლასიკოს" წინ პოჩეტინოს დაუკავშირდა

"რეალი" "კლასიკოს" წინ პოჩეტინოს დაუკავშირდა

მადრიდის "რეალი" ლონდონის "ტოტენჰემის" ექს-თავკაც მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა...

Onda Cero-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ზინედინ ზიდანი შესაძლოა "კლასიკოში" მარცხის შემდეგ გუნდიდან წასულიყო, როგორც ეს 2018 წლის მაისში გააკეთა.

ამის გამო, "სამეფო კლუბი" მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა, რათა გაეგო, მზად იყვნენ თუ არა ის და მისი სამწვრთნელო შტაბი მუშაობისთვის.

ჟურნალისტმა ხოსე რამონ დე ლა მორენამ პროგრამა El Transistor-ში საუბრისას თქვა, რომ "რეალი" ზიდანს "კლასიკოში" მარცხის შემთხვევაშიც კი არ გაათავისუფლებდა. უფრო მეტიც, მადრიდულ გრანდში მიმდინარე სეზონში მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავენ.

"რეალში" ზიდანის მიღწევებს დიდ პატივს სცემენ და თვლიან, რომ წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად ფრანგმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.