|
მოურინიო:"ერკულესთან" მატჩი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მნიშნელოვანია"
![]() ჟოზე მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია... "ფეხბურთელები, რომლებიც პირველ გუნდში ვარჯიშობენ, კარგად გამოიყურებიან და ყველანი ამით კმაყოფილნი ვართ. სტრუქტურა – მნიშვნელოვანი რამაა გუნდისთვის. მაშინაც კი, როცა ერთიან გუნდად რამდენიმე ხნის წინ ჩამოვყალიბდით. ძალიან კარგად ვთამაშობთ. ფაქტი იმისა, რომ ვლიდერობთ ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში, გუნდისთვის სტაბილურობა მოაქვს. თავს ძალიან კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ". "იმუშავო ასეთ კლუბში დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან რთულია. მითუმეტეს ჩვენს დროში. ინგლისში ამის გაკეთება გაცილებით ადვილია. იქ შეგიძლია ნახო ხალხი, რომლებიც დიდი ხანია არიან კლუბში, მაგრამ არაფერი აქვთ მოგებული. რთულია ეს, რადგან აქ ტიტულებზე არიან დაგეშილნი. თუ შევძლებ "მადრიდში" 4 წლის გატარებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყველანი ბედნიერნი არიან და ამით ვიამაყებ". ![]() "გუნდი კარგ ფორმაშია. კარგად ვთამაშობთ. მოედანზე მაქსიმუმს ვიღებთ, მაგრამ ბავშვები არ ვართ. უნდა გავიაზროთ, რომ ყოველ შეხვედრაში ვერ მოვიგებთ ანგარიშით 6:1. ვიბრძოლებთ ტიტულისთვის და გავიტანთ გოლებს, მაგრამ პრიმერა ძალიან რთული ჩემპიონატია და აქ არ არის ერთნაირი მატჩები. წინ გრძელი გზაა. ჩვენ მხოლოდ 8 მატჩი ჩავატარეთ. კალენდარი ისეთია, რომ ზოგჯერ ყოველი მეორე დღის შემდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს აზრს ამ საკითხში არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ამ სფეროში მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს". "ერკულესთან" მატჩში რამდენიმე ცვლილებას განვახორციელებ. მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მატჩებია, რადგან ლა ლიგაში არ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება. ჩვენ გვსურს სამი ქულის მოპოვება და სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა. ამ თამაშისთვის იმ ფეხბურთელებს ვუხმე, რომლებიც საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან. ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები მოიგებენ და კვირის ბოლოს ისევ პირველ ადგილზე ვიქნებით". კრიშტიანუ რონალდუზე... "კრიშტიანუ საოცარი გუნდური მოთამაშეა. ოქტომბრის განმავლობაში, რონალდუმ მოიგო ორი მატჩი პორტუგალიის ნაკრებში. ასევე ყველა მატჩი "მადრიდის" შემადგენლობაში. ეს ერთადერთია, რასაც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. იყო დრო, როცა ფეხბურთელის ხასიათი ვიცოდი, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. ახლა, შესანიშნავად ვიცნობ კრიშტიანუს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ის მუდამ სწუხს გუნდზე და გამარჯვებებზე. მან ფანტასტიური თვე ჩაატარა. რონალდუ დიდებულ ფორმაში იმყოფება და ამავე რიტმში სურს თამაშის გაგრძელება". ![]() ბენზემაზე... "მუდამ ვთვლიდი, რომ ფეხბურთელები იღებდნენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას. ისე მწვრთნელები არ არიან, როგორც ისინი არიან პერსონალის ნაწილები. ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ქარიმზე ბევრი იწერებოდა, მაგრამ ყველა ისეთი იყო, როგორც ჭორი. რა თქმა უნდა, ის ისე ვერ თამაშობს, როგორც მსურს, მაგრამ ის არ "მომკვდარა", ის ცოცხალია კიდეც. ის შევიყვანე "ერკულესთან" მატჩის განაცხადში. ვიმედოვნებ, გამოსწორდება, რადგან დიდი პოტენციალი აქვს. ბევრი დიდი ფეხბურთელი ასე იწყებდა სხვა გუნდებში, მაგრამ მათ ირგვლივ არ ყოფილა ასეთი ხმაური. ეს ფეხბურთის ნაწილია. ფორვარდები გოლების ძიებაში არიან. ხვალ, ბენზემა მატჩს თადარიგში დაიწყებს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, გამოვა მოედანზე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს". პედრო ლეონზე... "ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელს მრავალი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება, მაგრამ მის პოზიციაზე ორი ფეხბურთელია, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურებიან: დი მარია და იოზილი". გრანეროზე... "ყველას მსგავსად, ისიც გუნდის წევრია, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მათზე უკეთ ავლენენ შესაძლებლობებს. იდენტურ სიტუაციაში არიან ბენზემა და ალბიოლი. ფეხბურთელები, რომლებიც რეგურალურად გამოდიან სასტარტო შემადგენლობაში, იმყოფებიან შესანიშნავ ფორმაში და იშვიათად იღებენ ტრავმებს". სერხიო რამოსზე... "ის მზადაა მოედანზე გამოსასვლელად. ითამაშებს ის თუ არა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მე გადავწყვეტ". ![]() ზიდანზე... "ზინედინმა და ფლორენტინო პერესმა უნდა გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა ზიდანი სამწვრთნელო შტაბში. არამარტო მე ვისაუბრე ზიდანთან, ვიმედოვნებთ, სიტუაციას მალე მოეფინება ნათელი". ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 29-10-2010 19:26, კომენტარი: 1070, სიახლე: 2
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 29-10-2010 19:28, კომენტარი: 3352, სიახლე: 7653
ავტორი: jinjo, თარიღი: 29-10-2010 20:38, კომენტარი: 5439, სიახლე: 0
ავტორი: loki, თარიღი: 29-10-2010 21:47, კომენტარი: 659, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE





















