"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვარანისადმი ინტერესი განაახლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვარანისადმი ინტერესი განაახლა

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რაფაელ ვარანის მიმართ ინტერესი განაახლა...

ფრანგი ცენტრალური მცველი ერთ-ერთი მათგანია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც შესაძლოა "რეალი" დატოვონ. ვარანს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და თუ ფლორენტინო პერესს მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღება სურს, ფრანგის გაყიდვაზე ახლავე უნდა იზრუნოს.

"იუნაიტედი" სწორედ ამ სიტუაციის გამოყენებას გეგმავს. ინგლისელები 27 წლის ვარანს დიდი ხანია აკვირდებიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.