მარიანო დიასი შესაძლოა "ვესტ ჰემში" გადაბარგდეს

მარიანო დიასი შესაძლოა "ვესტ ჰემში" გადაბარგდეს

როგორც ჩანს, მარიანო დიასი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, "ვესტ ჰემს" მისი იჯარით აყვანა სურს...

ინგლისურ კლუბში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორვარდის დამატება სურთ და არ არის გამორიცხული ეს მარიანო დიასი გახდეს. გარდა ამისა, ფეხბურთელით "ვესტ ბრომვიჩიც" ინტერესდება.

"ვესტ ჰემის" თავკაცი დევიდ მოიესი ესპანურ ფეხბურთს ჯერ კიდევ "რეალ სოსიედადში" მუშაობიდან იცნობს და თვლის, რომ მარიანო პრემიერლიგაში იმ ფეხბურთს ითამაშებს, რაც მის გუნდს წაადგება.

მარიანო შესაძლოა "ვილიარეალთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს. ქარიმ ბენზემა "ვალენსიასთან" მატჩში დაშავდა, ლუკა იოვიჩს ეს-ესაა კორონავირუსი დაუდასტურდა. მარიანო ერთადერთი ფორვარდი იყო, რომელიც სანაკრებო შესვენების დროს ზიდანის განკარგულებაში გახლდათ. ის სრულ მზადყოფნაშია და ზიდანს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს.

ინგლისური კლუბების შემოთავაზებები იმას ნიშნავს, რომ მარიანო სხვა კლუბებისთვის კვლავ სასურველ ფეხბურთელად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მაღალ ხელფასს იღებს. მთავარი ფაქტორი მარიანოს სურვილია, რომელიც ყოველ ჯერზე "რეალის" დატოვებაზე უარს ამბობდა. მან განვლილ ზაფხულს "ბენფიკაში" იჯარით გადაბარგებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" და ლისაბონური კლუბი შეთანხმებულები იყვნენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.