ისკო მზადაა "რეალი" იანვარში დატოვოს

ისკო მზადაა "რეალი" იანვარში დატოვოს

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ისკომ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა...

ესპანელი ნახევარმცველის აგენტმა "რეალის" ხელმძღვანელობას თავისი კლიენტის გადაწყვეტილების შესახებ უკვე ამცნო. ისკოს კლუბის დატოვება იანვარში სურს. "რეალმა" 28 წლის ნახევარმცველის გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.

ისკოს ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ზიდანთან არსებული რთული ურთიერთობა და სათამაშო დროის სიმცირეა.

"რეალი" ისკოს გაყიდვას 60-70 მლნ. ევროდ გეგმავს. ალარკონს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.