ზიდანი: "ისკო "რეალის" ფეხბურთელია. ის აქ დარჩება"

ზიდანი: "ისკო "რეალის" ფეხბურთელია. ის აქ დარჩება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-10 ტურში "ვილიარეალთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

ფრე

"დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე მეტს ვიმსახურებდით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბიჭები თავდაუზოგავად შრომობდნენ".

შედეგი

"ორი ქულა დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი შეგირდები უნდა შევაქო, რომლებმაც კარგად ითამაშეს. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემ ერთი მომენტი გამოიყენა და გოლად აქცია. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. დღეს სამი ქულის მოპოვების შანსი გვქონდა. ძალიან ვწუხვარ".

მარიანო დიასის შეცვლა

"რაც შეეხება მარიანოს, მას დიდი ხანია არ უთამაშია და მატჩის მიწურულს უკვე დაღლილი იყო".

კრიტიკა

"ძველებური აზარტით ვმუშაობ და ყოველთვის ასე იქნება. ამაზე არ იღელვოთ. თქვენ თქვენი საქმის კეთება გააგრძელეთ, მე ჩემსას გავაგრძელებ".

ედენ აზარი

"ის ჩვენს გვერდითაა და დღეს ითამაშა. სინამდვილეში, მას დიდი ხნის განმავლობაში არ უთამაშია და სათამაშო დრო ნელ-ნელა უნდა გაზარდოს. საბედნიეროდ, აზარი ჩვენს გვერდითაა და მწყობრშია".

ისკო

"ისკო "რეალის" ფეხბურთელია და აქ დარჩება. ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ. არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რაც გუნდის შიდა სამზარეულოში ხდება. ეს ჩვენს შორის დარჩება".

მარტინ ედეგორის შეცვლის მიზეზი

"მან თამაში ვეღარ გააგრძელა, რადგან ძალიან დაიღალა. თუმცა, ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯა და სამი ქულის მოპოვების შანსიც გვქონდა. თუმცა, ვწუხვარ, რომ ასე არ მოხდა".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.