რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კანისარესი: "კასილია კარგი მეკარეა, მაგრამ დე ხეას დონის არ არის"

კანისარესი: "კასილია კარგი მეკარეა, მაგრამ დე ხეას დონის არ არის"

22-07-2015, 22:03
ავტორი: ZZ
ნახვა: 593
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კანისარესი: "კასილია კარგი მეკარეა, მაგრამ დე ხეას დონის არ არის"
მადრიდის "რეალის" ექს–გოლკიპერის საინტერესო ინტერვიუ...

დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე

"კასილია კარგი გოლკიპერია, მაგრამ დავიდ დე ხეას დონის ოსტატი არ არის. "რეალში" სწორედ დე ხეამ უნდა ითამაშოს. დავიდი "სამეფო კლუბს" უამრავი ტიტულის მოგებაში დაეხმარება და გუნდის ყველა მოლოდინს გაამართლებს. დღესდღეობით დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" კიპერია და პრემიერლიგაში თამაშობს. მიუხედავად ამისა, კარის ზომა "სანტიაგო ბერნაბეუზეც" იგივეა, რაც სხვა კლუბების სტადიონზე. თუმცა, "რეალში" მოასპარეზე ბევრი გოლკიპერი გრძნობდა, რომ უფრო დიდ კარში იდგა (დიდ ზეწოლას გრძნობდა). ნიჭზე ბევრად მეტი უნდა გქონდეს. ფსიქოლოგიური გამძლეობაა საჭირო. აი, რატომაა კასილასის კარიერა ასეთი ბრწყინვალე. დე ხეას "რეალში" გაუჭირდება, მაგრამ მას გამოცდილება, ტალანტი და ხასიათი აქვს".

კასილასის წასვლაზე

"პრესის მხრიდან ზეწოლის გამო კასილასმა "პორტუში" გადაბარგება გადაწყვიტა. მართალია, "სამეფო კლუბში" ჩატარებული ბოლო ორი სეზონი მის ბრწყინვალე კარიერასთან შედარებით არცთუ ისე კარგი იყო, მაგრამ იკერი კარგად მუშაობდა. როცა კლუბში რაფა ბენიტესი მივიდა, მას პრესის ზეწოლისგან თავის არიდება სურდა, როცა საუბარი კასილასზე იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის უფრო მეტს მიიღებს, რადგან ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას გეგმავს... მანამ, სანამ ახალი კლუბისგან ლოგიკური მხარდაჭერა ექნება. იკერი სიმშვიდეს იმსახურებს".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.