კურსის ცვლილება

კურსის ცვლილება

ახალი სატრანსფერო პოლიტიკა...

"სამეფო კლუბის" გასული სეზონი ტიტულების ნაკლებობით დაგვამახსოვრდა. ამ წარუმატებლობამ შესაძლოა გუნდს ახალი სატრანსფერო პოლიტისკენ უბიძგოს, რომლის დროსაც "რეალი" ხმაურიან ტრანსფერებზე უარს იტყვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდმა ხამესი და ბეილი შეიძინა.

ამ ზაფხულს მადრიდულ გრანდს ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. ეს გუნდის გულშემატკივრებში იმედგაცრუებას იწვევს. თუმცა, "სამეფო კლუბმა" "ატლეტიკოსა" და "ბარსელონაზე" მეტი ფეხბურთელი გადაიბირა. 5 ახალწვეული არენდიდან დაბრუნებული ფეხბურთელების ჩათვლით და ახალი მთავარი მწვრთნელი - აი, რა აქვს ამ დროისათვის "რეალს" იმისათვის, რომ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვოს. ამავდროულად, გასული სეზონის წარუმატებლობა გადაფაროს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.