MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 23-07-2015, 20:48
რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ...

რონალდუსთან "პრობლემებზე"

"მასთან რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, თუ რაოდენ კონკურენტუნარიანია კრიშტიანუ. სწორედ ამიტომაა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ადრე რონალდუმ თავისი კლასი დაამტკიცა. ახლა ამას ჩემთვის აკეთებს. მიყვარს, როცა თითოეული ფეხბურთელი კონკურენციისა და გამარჯვებებისთვის მზადაა. პორტუგალიელთან მუშაობით ძალიან მოხარული ვარ".

"კრიშტიანუს სხვა ფეხბურთელების მსგავსად ხშირად ვესაუბრები. ცუდი არაფერია იმაში, რომ ვარჯიშების დროს ვსაუბრობთ. ჩემი ფეხბურთელების გაუმჯობესებას ყოველთვის ვცდილობ. მათთან მუშაობისას მათ მიერ მოგებულ ყველა ტიტულს აფასებ. სწორედ ამიტომ კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".


მოახლოვებულ მატჩზე

"საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ, რომელსაც გამარჯვების მოპოვება შეუძლია, მაგრამ მთავარი იდეა ოფიციალური მატჩებისთვის მომზადებაში მდგომარეობს, რომელიც შემდეგში გველოდება. მოედანზე ძლიერ გუნდს გავიყვან, მაგრამ იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ სასტარტოში ის 6, 7 თუ 8 ფეხბურთელი იქნება, რომელიც ლა ლიგის პირველ ტურში იასპარეზებს. ეს ჩვენი მოსამზადებელი ეტაპია".

ფიზიკურ მომზადებაზე

"გუნდი კარგ ფორმაშია. ეს მოსამზადებელი ეტაპია და ამ დროისათვის საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ, რათა სეზონის განმავლობაში საწვრთნელი სესიები ოდნავ შევანელოთ, როცა კვირაში ორ მატჩს ჩავატარებთ. ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელები ოფიციალურ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ და გადაღლილები არ იყვნენ".

სერხიო რამოსსა და დე ხეაზე

"დე ხეა ჩვენი ფეხბურთელი არ არის, ხოლო რამოსი ჩვენი კაპიტანი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, სეზონის დასაწყისში ის ჩვენთან იქნება. მე სერხიოს დარჩენა მსურს, რადგან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მეც და კლუბიც დარწმუნებულია, რომ ანდალუსიელი მცველი 100%-ით დარჩება. ვან გაალს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ რამოსი "რეალში" დარჩება".

მოდრიჩზე

"არ მსურს მოდრიჩის სათამაშო სტილი ძალიან შევცვალო. უბრალოდ ჩემი სურვილია მას შეტევაში მეტი თავისუფლება მივცე, რათა თავისი ოსტატობა გამოავლინოს. გარდა ამისა, მსურს ლუკა დაცვასაც დაეხმაროს. ჩემი მიზანი მოდრიჩის სათამაშო თვისებების გაუმჯობესებაა".

სავარაუდო გაძლიერებაზე

"კარგი გუნდი გვყავს და როგორც მწვრთნელს, ჩემი ვალდებულება საუკეთესო ფეხბურთელების მიღებაა. სატრანსფერო ფანჯარა ისევ ღიაა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების გაძლიერებაზე უნდა ვიმუშავოთ, რაც დიდებულ ამოცანად მიიჩნევა".

კასილიაზე

"ის თავს კარგად გრძნობს და პროგრესირებას განაგრძობს. კიკო გუნდს ახლახანს შეუერთდა და ადაპტაციისთვის რამდენიმე დღე ესაჭიროება".

ნორვეგიაში გასამართ ამხანაგურ მატჩზე

"ნორვეგია დიდებული ქვეყანაა. იქ უკვე ნამყოფი ვარ და შესანიშნავი მატჩი გველოდება".

სტერლინგზე

"მასთან "ლივერპულში" ვმუშაობდი. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ არ მსურს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან".

ავსტრალიელ გოლკიპერ მეტიუ რაიანზე

"გაზეთში წავიკითხე, რომ მან "ვალენსიასთან" გააფორმა კონტრაქტი. ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მე ჩემს ფეხბურთელებზე ვარ კონცენტრირებული".
giohunter 23 ივლისი 2015 21:45

me mjera am mwvrTnelis....

ბენიტესი: "თუ რამოსი დარჩება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები"

რაფაელ ბენიტესის პირველი მატჩისწინა პრესკონფერენცია "რეალის" მწვრთნელის რანგში......

ბენიტესი: "მიუხედავად კლიმატისა, ავსტრალია - ჩინებული ადგილია"

მეორე საწვრთნელი დღის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა....

ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"

რაფაელ ბენიტესის პირველი პრესკონფერენცია მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.