MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლუკა მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, რამოსს "რეალში" დარჩენა სურს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 23-07-2015, 22:02
ლუკა მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, რამოსს "რეალში" დარჩენა სურს"

"მანჩესტერ სიტისთან" გასამართი ამხანაგური მატჩს წინ, ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენცია გამართა...

მოსამზადებელი ეტაპის მიზნებზე

"ყოველ მატჩში საუკეთესო თამაშის ჩვენების და მწვრთნელის იდეების მოედანზე განხორციელების სურვილი გვაქვს, ხოლო შედეგი არცთუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოსამზადებელი ეტაპია. თუ მოვიგებთ, კარგი იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი ისე თამაშობდეს, როგორც მწვრთნელს სურს. შესანიშნავად ვმუშაობთ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ, ეს რთულია, მაგრამ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ მოსამზადებელი ეტაპის დროს. ვარჯიშები საინტერესოა და მუდამ ბურთით მუშაობას მოიცავს".

რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს

"საუკეთესო თვისებების გამოსავლენად თავდაუზოგავი ვარჯიშია საჭირო. ეს ყველაზე მთავარია. არ ვიცი, გავხდები თუ არა ოდესმე მწვრთნელი. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ".

ტრავმებზე

"გასული სეზონი ჩემთვის რთული იყო. ორი სერიოზული ტრავმა მქონდა და მსურს ისინი მალე დავივიწყო. კარგად ვმუშაობ და არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი. ვთვლი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა მწვრთნელის ნდობა გავამართლო. მსურს რაც შეიძლება უკეთესად ვიმუშავო, რათა გუნდს დავეხმარო".

რაფა ბენიტესზე

"ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდებით და ამისათვის სრული სერიოზულობით ვვარჯიშობთ. ვფიქრობ, ამ სეზონში წარმატებებს მივაღწევთ. ზოგჯერ ფეხბურთელებს ტაქტიკაზე მუშაობა არ მოგვწონს. თუმცა, მოედანზე წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ყველაფერს ავტომატიზმამდე ამუშავებ, ეს რთულ მომენტებში გამარჯვებაში გეხმარება".

"სიტისთან" მატჩზე

"მათ წინააღმდეგ ხშირად ვთამაშობდი. თუმცა, ახალი მფლობელის მოსვლასთან ერთად გუნდი შეიცვალა. ისინი ფულს აბანდებენ და ინგლისში წარმატებებს მიაღწიეს. სამშაბათს მათი მატჩისთვის თვალი არ მიდევნებია. ამიტომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით".

გარემოზე

"თავს კარგად ვგრძნობთ. საინტერესო ვარჯიშებია და ეს ძალიან მოგვწონს. ორი კვირის შემდეგ თავს ჩინებულად ვგრძნობთ".

გუნდში თავის როლზე

"ვიმედოვნებ, იგივე დონეზე ვითამაშებ, როგორც წინა წლებში იყო, ან უფრო მოვუმატებ. ყოველ ჯერზე უკეთესად თამაში მსურს. მწვრთნელს ბევრს ვესაუბრები, რათა გავიგო, რას ელოდება ჩემგან, რა პოზიცია დავიკავო დაცვასა და შეტევაში".

ბენიტესით გაოცება

"მწვრთნელის მუშაობით არ გავკვირვებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად პირველად ვმუშაობთ. ვარჯიშების შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. ვიცოდი, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი მომთხოვნი იყო და ჩვენთანაც იგივე იქნებოდა. ეს ძალიან მომწონს. მის უკეთ გასაცნობად დრო მაქვს. ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა და შესანიშნავი სეზონი გველოდება".

სერხიო რამოსზე

"ვიმედოვნებ, სერხიო გუნდში დარჩება, რადგან გუნდისთვის უმნიშვნელვონესი ფიგურაა. ის მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ვფიქრობ, ის დარჩება, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მცველია. მასთან არაფერი გვაქვს სათხოვარი. დარწმუნებული ვარ, მას დარჩენა სურს".
luka chxenkeli 24 ივლისი 2015 05:53

ox luka rogor miyvarxar,amaswin daiwera travmam sheawuxao da vinerviule magari.droze chadeqi da dagvibrundi is luka rac iyavi chveno dirijoro love

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ......

სანჩისი: "ბენიტესს "რეალში" წარმატების მიღწევა შეუძლია"

"რეალის" ექს–ფეხბურთელს ახალი მთავარი მწვრთნელის სჯერა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.