ალაბასთვის ბრძოლაში "რეალი" ლიდერობს

ალაბასთვის ბრძოლაში "რეალი" ლიდერობს

მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს...

The Athletic-ის ინფორმაციით, 28 წლის ავსტრიელისთვის ბრძოლაში, რომელსაც მიუნხენელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, "რეალი" ლიდერობს.

მადრიდული გრანდი მზადაა ალაბას სასურველი ხელფასი გადაუხადოს. თუმცა, პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე ფეხბურთელის ზამთარში შეძენას არ აპირებს.

ალაბა "სამეფო კლუბს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.

ალაბამ წლევანდელ სეზონში "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.